ახალი ამბები
გლოვის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობასთან დროშა დაუშვეს
FaceBook
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან დროშა დღეს დაუშვეს.
27 ნოემბერი, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთელს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

დაშავდა 21 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე აღძრულია გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
Print