ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონი გახდა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედომ "15 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გუნდის სტატუსი კვლავ მოიპოვა.

ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" დინამო არენაზე დღეს დაუპირისპირდა. გუნდმა "დინამო" 1:0 დაამარცხა.

გუნდს გამარჯვებას  ულოცავს, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

"15 წლის შემდეგ ქუთაისის საფეხბურთო გუნდმა შეძლო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს არის შედეგი შრომისა და საკუთარი საქმის მიმართ სიყვარულის. მიხარია, რომ იმერეთის ეს მეტად მნიშვნელოვანი საფეხბურთო გუნდი ქვეყნის ჩემპიონია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და ვპირდები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ უკეთესი პირობები შევუქმნათ", – აღნიშნავს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

"ტორპედო" ბოლოს 2002 წელს გახდა ჩემპიონი.

Print
თეგები: #ჩემპიონატი