ახალი ამბები
წყალტუბოში საახალწლო ბაზარობა მოეწყობა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საახალწლო ბაზარი 21 დეკემბერს გაიმართება.

მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ცენტრალურ პარკთან მოეწყობა.

ბაზარზე გამოფენილი იქნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები, ქართული რეწვის ნიმუშები და ტკბილეულობა.

"არამხოლოდ წყალტუბოს მცხოვრებლებს, ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსულ ადამიანს შეუძლია ამ ბაზარზე საკუთარი ნივთების გამოფენა-გაყიდვა," - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი.

მისივე ინფორმაციით, საახალწო გამოფენა-გაყიდვა წყალტუბოში მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდება.

Print