ახალი ამბები
"გაანათე შენი ქალაქი" - საახალწლო კონკურსი წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი საახალწლო კონკურსს აცხადებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტისთვის საახალწლო თემატიკაზე არანაკლებ 1,5 x 1 ზომის მანათობელი კომპოზიცია უნდა შექმნან.

"ეს შეიძლება იყოს თოვლის ბაბუა, სახლი, ფიფქი, ნებისმიერი რამ რაც საახალწო განწყობას შექმნის," - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი.

მისივე თქმით, კონკურსით დაიტერესებულ პირებმა მათ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე უნდა მიწერონ, ან მითითებულ ნომერზე (577 78 06 78) დაუკავშირდნენ. 

კონკურსი "გაანათე შენი ქალაქი" - ს ფარგლებში, მანათობელი კომპოზიცია მონაწილეებმა მიმდინარე წლის 25 დეკემბამდე უნდა წარადგინონ.

კონკურსში გამარჯვებული პირი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდება.


Print