ახალი ამბები
მდინარე ყვირილაზე საავტომობილო ხიდი შენდება
FaceBook
მდინარე ყვირილაზე ზესტაფონი – ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება.

პარალელურად, რეაბილიტაცია უტარდება ზესტაფონის სოფელ სვირში არსებულ ხიდს, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით, ვერ უზრუნველყოფდა ორ ზოლზე მოძრაობის გატარებას, ხიდს, ასევე, დაზიანებული აქვს ბურჯები და დაკარგული აქვს საექსპლუატაციო ფუნქციები.

ახალი ხიდის მშენებლობა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მოწყობა ტესებრი რკინა – ბეტონის მილის ნაშენი კოჭებით, ჰიდროიზოლაციის ფენის და ასფალტ – ბეტონის საფარის მოწყობა.

ამ ეტაპზე საავტომობილო ხიდის ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მშენებლობაზე 25 ადამიანია დასაქმებული.

ახალი ხიდის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარია.

Print