ახალი ამბები
დაშავებულია 9 ადამიანი- ავტოავარია ტყიბულის გზაზე
FaceBook
ტყიბულში, ხრესილის გზაზე ტყიბული-ქუთაისის მიკროავტობუსს  მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის  9 მგზავრი დაშავდა. 

შემთხვევა, დღეს საღამოს მოხდა. დაზარალებული მგზავრები ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.



Print