ახალი ამბები
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
FaceBook
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. შსს-ს  მონაცემების მიხედვით, საქართველოში ოჯახში ძალადობის სტატისტიკა მზარდია.
უწყების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 260 - ით მეტი ორდერი (დამცავი,შემაკავებელი) გაიცა.

პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 3 137 - ია. აქედან 8 - მკვლელობის, 8 ჯანმრთელობის დაზიანების, ხოლო დანარჩენი ძალადობის სხვადასხვა ფაქტია დაფიქსირებული.

გასულ  წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 2877 ორდერი გასცა. აქედან მკვლელობის 10, ჯანმრთელობის დაზიანების 12, ხოლო დანარჩენი სხვა ტიპის ძალადობის ფორმები (სიტყვიერი, მორალური,) ძალადობა ფიქსირდება. 

იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე (116 006) დაკავშირება.







Print