ახალი ამბები
ქუთაისში ჭიდაობა სამბოს საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში გივი სარდანაძის სახელობის სამბოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

გივი სარდანაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გახლავთ.

ჭიდაობა სამბოს ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია 5000 ლარის ღირებულების ტენდერს (170014625) აცხადებს.

წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და დასრულდება 27-ში.

ტურნირი 8 და 9 დეკემბერს გაიმართება სპორტის სასახლეში.

ქუთაისი 9,10,11 ნოემბერს მეორე საერთაშორისო ტურნირსაც უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში.

Print