ახალი ამბები
23 ნოემბერს ავტოავარიისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ დაზარალებულს მოტეხილობები და თავის ტვინის მრავლობითი ტრავმები აღენიშნება, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა არ ფიქსირდება და პაციენტი პალატაშია გადაყვანილი. 

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ქუთაისიპოსტს უთხრეს, რომ გამოძახება 18:42 წუთზე დაფიქსირდა, ეკიპაჟი კი ადგილზე 18:52 წუთზე მივიდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ დაშავებული იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ქვეითს ავტომანქანა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაზარალებული ამავე ქუჩაზე მცხოვრები იყო. ის ქუჩას კვეთდა რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება.
Print