ახალი ამბები
უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სხვა საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლასდილი და ალპანა-ცაგერის გზებზე. ასევე, მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთზე - ნაქერალას უღელტეხილზე.

საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის 68-ე კილომეტრისა და 88-ე კმ-დან 142-ე კმ-ზე მოძრაობა თავისუფალია.

ასეთივე შეზღუდვები მოქმედებს ალპანა-ცაგერის გზის 1კმ-დან 22-ე კმ.-მდე მონაკვეთზე.

ლიპყინულია ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-ე კმ-დან 55-ე კმ-ის ჩათვლით, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ნებადართულია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


Print