ახალი ამბები
ქუთაისში დიდი ფასდაკლებების დღე ე.წ. შავი პარასკევი დაიწყო
FaceBook
ქუთაისში "შავი პარასკევი," (black friday)  რომელიც მაღაზიებში დიდი ფასდაკლებების დღედ ითვლება, დღეს დაიწყო.

ფასდაკლებები ქუთაისის 2 მაღაზიაში „კოტონსა“ და „ელსი ვაიკიკიში“ იქნება და 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"24-25 ნოემბრის ჩათლით ერთი ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მეორეს 50 % - ით ფასდაკლებით მიიღებს," - ამბობენ "კოტონში"

შავი პარასკევის ფარგლებში 40 % იანი ფასდაკლება მოქმედებს "ელსი ვაიკიკის" მაღაზიაში.

"ფასდაკლებები არის მაღაზიის კონკრეტულ კოლექციებზე და ის 24-25-26 ნოემბრის ჩათლით გაგრძელდება,"- განმარტავენ „ელსი ვაიკიკის“ მაღაზიაში.

"შავი პარასკევი" - მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად.

აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს.

ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი "შავი პარასკევი" 1966 წლიდან დამკვიდრდა.
ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. "შავი პარასკევი" როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.

Print