ახალი ამბები
ქუთაისში, თავისუფალ ჭიდაობაში, საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში ზაურ შეყრილაძისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მურად დოხტურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა.

აღნიშნული ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია ტენდერს (170014492) აცხადებს. წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და 27 -ში დასრულდება.

საერთაშორისო ტურნირი 9, 10, 11 დეკემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მასში საქართველოს ნაკრების მიჭიდავეებთან ერთად, სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილებას.

ქალაქში ორმოცამდე სტუმარს ელოდებიან.

ტენდერის ღირებულება 6000 ლარია.

Print