ახალი ამბები
`„მიუნჰაუზენი“ - მესხიშვილის თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყეს
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა წარმოებაში ჩაუშვა გრიგორი გორინის ცნობილი პიესა "ცხოვრება და გარდაცვალება ბარონ მიუნჰაუზენისა".

სპექტაკლის დადგმას რეჟისორი და მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე განახორციელებს. ეს მისი პირველი სპექტაკლი იქნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში.

"სპექტაკლის სათაური იქნება "მინჰაუზენი". ეს არის ძალიან ცნობილი მასალა. ფაბულას პიესის ფაბულას საფუძვლად უდევს რუდოლფ ერიჰ რასპეს ზღაპარი, რომელმაც თავის დროზე ერთგვარი რევოლუცია მოახდინა "ზღაპარიადაში" . პერსონაჟი არის ძალიან თავისუფალი, შემოქმედებითი, ფანტაზიით სავსე. ადმიანის შემოქმედებით აზროვნებას საზღვარი არა აქვს. ნებისმეირი რამის შეთხზვა შეიძლება თუ ის იქნება ნიჭიერად გაკეთებული და თუ ის სილამაზესა დ ა სიკეთეს მოუტანს ადამიანებს. ასეთია რასპეს იდეა. თანამედროვე ტერმინს თუ გამოვიყენებთ - მან შექმნა ბრენდი, რომელსაც ქვია მიუნჰაუზენი", - აღნიშნავს კოტე აბაშიძე.

რასპეს ზღაპარს თავისი პროტოტიპი ყავს ჰიერონიმუს კარლ ფრიდრიჰ ბარონ მიუნჰაუზენი. იგი მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა ისორიული პიროვნება იყო, ცნობილი დიპლომატი დიპლომარი გახლდათ და ჰანოვერში ცხოვრობდა. ბარონი ერთ- ერთი უნივერსიტეტის დამაარსებელიც გახლდათ გერმანიაში.

სპექტაკლის ავტორები "მიუნჰაუზენის"საკუთარ ვერსიას გვთავაზობენ,

"მასალამ განიცადა ისეთი მეტამორფოზა იძულებელი გავხდი დამეწერა "სცენური ვერსიის ავტორი კოტე აბაშიძე". ეს არ ყოფილა თვითმიზანი, მაგრამ როდესაც ავიღე მასალა, სათამაშო ვარიანტის შექმნის პროცესში, რაც სცენაზე უნდა იხილოს მაყურებელმა, მასალამ დიდი ცვლილება განიცადა, შესაბამისად პროფესიული სინდისი მოითხოვდა დამეწერა, რომ სცენური ვერსია მე მეკუთვნის. აქ ავ-კარგი მთლიანად შენი პასუხისმგებლობა დ ა შენი რისკია", - აღნიშნავს კოტე აბაშიძე.

სპექტაკლში დაკავებული იქნებიან მსახიობები: დავით როინიშვილი, ევა ხუტუნაშვილი, მარიკა სამანიშვილი, ნინო ჭოლაძე და სხვები.
მხატვრობა ეკუთვნის აივენგო ჭელიძეს,
ორიგინალური მუსიკის ავტორი კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე.

"მიუნჰაუზენის" პირველი დადგმა იქნება მესხიშვილის თეატრში.
სპექტაკლის პრემიერას მაყურებელი სავარაუდოდ თებერვალში იხილავს.

Print