ახალი ამბები
ქუთაისში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
FaceBook
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაზარალებული ამავე ქუჩაზე მცხოვრები იყო. ის ქუჩას კვეთდა რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი პოლიციას ადგილზე ჩაბარდა. 

"ძალიან სწრაფად დადიან ამ ქუჩაზე მანქანები. ქუჩაზე გადადიოდს რა დროსაც დაეტაკა მანქანა", - ამბობს თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხივრები, ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაზარალებული იმერეთის კლინიკურ რეგიონლურ საავადმყოფოში უკვე გადაყვანილია.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება.
Print