ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტიდან 150 მოსწავლე ბაკურიანში უფასოდ დაისვენებს
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის 150-მდე მოსწავლე ბაკურიანის ზამთრის სკოლაში უფასოდ დაისვენებს.
პროექტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო "საზაფხულო სკოლების" პროგრამის "დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი საქართველოს 3 რეგიონში მცირეკონტიგენტიან სკოლებში განხორცილდება და იმერეთის მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 150 მოსწავლესთან ერთად, კახეთიდან 161, ხოლო ქვემო ქართლიდან 139 მოსწავლეც მიიღებს მონაწილეობას.

ზამთრის სკოლა 2017 განსახორციელებლად განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 157 104 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170014713) მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამოაცხადა, სადაც განაცხადების მიღება 1-დან 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მცირეკონტიგენტიანი სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები დაბა ბაკურიანში 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით დაისვენებენ. ამ დროის განმავლობაში გათვალისწინებული იქნება როგორც სპორტული ასევე საგანმანათლებლო აქტივობები.

მოსწავლეების შერჩევა იმ სკოლებიდან მოხდება სადაც 200-ზე მეტი მოსწავლე არ სწავლობს. 



Print