ახალი ამბები
მაშველებმა ახალდაბადან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს
FaceBook
მაშველებმა 16 მოქალაქე, ძირითადად ქალბატონები და ბავშვები გამოიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახალდაბადან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მაშველებმა სულ 16 მოქალაქე, ძირითადად ქალბატონები და ბავშვები გამოიყვანეს.
ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო, ახალდაბასთან გზის საფარი მოიშალა და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. შსს-ს თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის ვერმფრენით კიდევ ერთ რეისს განახორციელებენ და ყველა მოქალაქეს გამოიყვანენ.
Print