ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე შეზღუდვებია
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბულის მიმართულებით შეზღუდვებია დაწესებული.
კერძოდ, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილება.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის კი მოძრაობა ნებადართულია.

ინტესნიური ნალექის გამო შეზღუდვები,  ასევე,  დაწესებულია ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის მიმართულებით.

სინოპტიკოსები ტემპერატურის მომატებას 25 ნოემბრიდან პროგნოზირებენ.

Print