ახალი ამბები
"ტორპედომ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა
FaceBook
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

ქუთაისელებმა "დინამო" 2:0 დაამარცხეს. დუბლი კაპანაძემ გაიფორმა.

ამასთანავე პარალელურად მიმდინარეობდა თბილისის "დინამოსა" და თბილისის "საბურთალოს" შორის მატჩი, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა.

ამ შედეგებით "ტორპედომ" თბილისის "დინამოსთან" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონის ვინაობა თბილისში, 26 ნოემბერს "დინამო არენაზე" გამოვლინდება, სადაც ქართული კლასიკო "ტორპედოსა" და "დინამოს" მონაწილეობით ჩატარდება.

ბაქარ ლიკლიკაძე
Print