ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის მომღერლების შესარჩევად ფეისბუქ გამოკითხვას ატარებს
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება ახალი წლის ღამის კონცერტისთვის მუსიკალური ჯგუფების შესარჩევად ფეისბუქ გამოკითხვას ატარებს.

როგორც კულტურის განყოფილების წარმომადგენელი, თამთა თურმანიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობდა, გამოკითხვა კი საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ერთგვარი მცდელობაა. 

"ჩვენი სამსახურის მუშაობის მიზანს წარმოადგენს როგორც კარგი და გემოვნებიანი მუსიკის შეთავაზება, ასევე მათი სურვილების გათვალისწინებაც. ამიტომ გვინდა, რომ ერთგვარად თანხვედრა იყოს ამ ორი მიზნის. სწორედ, ამას ემსახურება ეს გამოკითხვა, დავინახოთ ჩვენი თანაქალაქელების სურვილები", - ამბობს მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი, თამთა თურმანიძე.

საახალწლო კონცერტი ტრადიციულად, ახალი წლის ღამეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. 


Print