ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ორი ხე მოჭრეს. როგორც ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ამბობენ, ხეები გამხმარი იყო და მათი მოჭრა მერიის ეკოლოგიის სამსახურის მიმართვის შედეგად მოხდა.

მათივე თქმით,  მოხდება მოჭრილი ხეების შეშად დახარისხება, რომლებიც  სოციალურად დაუცველებს  გადაეცემათ. 



ქუთაისის მერიას ზამთრის სეზონზე, შეშით უზრუნველყოფისთვის გასულ წელს 378-მა პირმა მიმართა.

როგორც წესი, მოსახლეობას ძირითადად, მეორეხარისხოვანი, გადაბელვითი, სანიტარული ჭრით მოპოვებული და სტიქიისგან დაზიანებული ხეებისგან მიღებული საშეშე მასალა ურიგდებათ.

შეშა ბენეფიციარებზე რიგითობის პრინციპით ნაწილდება. თუმცა, უპირატესობა მრავალშვილიანებსა და დაბალი სარეიტინგო ქულის მფლობელებს ენიჭებათ.

Print