ახალი ამბები
ივანიშვილის მიერ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად 1 000 000 000 €-ს გადარიცხვა არ დასტურდება
FaceBook
ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად 1 000 000 000 €-ს გადარიცხვა არ დასტურდება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ფონდი "ქართუს" პროექტების მართვის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა განგვიმარტა.

"რა თქმა უნდა, ერთჯერადად ასეთი თანხა არსად გადაირიცხება, 1 მილიარდი ევროა პროექტის ბიუჯეტი და მისი თავისება ხდება ეტაპობრივად პროგერესის და განვითარების შესაბამისად," - ამბობს ცაგარელი.

თბილისსა და ქუთაისში ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა. მის გადამოწმებას ქუთაისიპოსტი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.


ამავე თემაზე:


ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

რა ხდება ადგილზე, სადაც აგვისტოს ბოლოდან ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის გაყვანა მიმდინარეობს (ფოტო)

Print