ახალი ამბები
"გვინდა, რომ დალოცვილი შევუდგეთ საქმიანობას" - თერჯოლის საკრებულოს ახალი შემადგენლობა მოძღვარმა დალოცა
FaceBook
თერჯოლის საკრებულოს ახალი შემადგენლობის წევრები სხდომის დასწრებამდე მოძღვარმა დალოცა.

საკრებულოს თავმჯდომარე, ნინო ჯანელიძე ჩვენთან საუბარში განარმატავს, რომ დეპუტატების დალოცვა პირველად, მათივე სურვილით მოხდა.

"არ იყო ტრადიცია და ჩვენ ვამკვიდრებთ მას. ყველა ადამიანს და ყველა ქრისტიანს ჭირდება ღვთის შეწევნა. ეს იყო შინაგანი სურვილი, მოთხოვნილება და არა სხვა რამეებზე გათვლილი. გვინდა, რომ დალოცვილი შევუდგეთ საკრებულოს სრული შემადგენლობა საქმიანობას. რაიმე სხვა ქვეტექსტი, ბუნებრივია, ამაში არ ყოფილა. ეს ჩვენი სულიერებიდან გამოდინარე იყო ჩვენი სურვილი,"- განმარტავს ნინო ჯანალიძე.

მისივე  ინფორმაციით, დალოცვის ცერემონიაზე მოწვეული ოპოზიციის დეპუტატებიც იყვნენ.

"მოწვეული იყვნენ ოპოზიციაც, ვინც მოახერხა მობრძანდა," - ამბობს ნინო ჯანელიძე.

თერჯოლის საკრებულოს ახალ შემადგენლობაში 35 დეპუტატია. აქედან, 29 "ქართული ოცნების" წარმომადგენელია,  4 დეპუტატი ჰყავს "ევროპულ საქართველოს"; ერთი  "ნაციონალური მოძრაობას" და  ერთ "პატრიოტთა ალიანსს".





Print