ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის პროცედურებს ბოიკოტს უცხადებს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პროცედურულ საკითხებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გია უკლებას თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც საქართველოში ოდესმე ჩატარებულა.

"ეს იყო ტოტალური დაშინების ფონზე ჩატარებული, ყველაზე კორუფციული არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა და ამის კონკრეტული მაგალითი იყო, როცა ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა მმართველი გუნდი. ამიტომ, პირველად ჩემს სადეპუტატო ისტორიაში მე არ მივულოცავ დეპუტატებს საკრებულოში მოსვლას", - განაცხადა სხდომაზე გია უკლებამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ამჟამინდელი საკრებულოს წევრი ნიკა ლატარია გამოეხმაურა.

"თუ ასეთი არასამართლიანი იყო ეს არჩევნები, მაშინ თქვენ რატომ აღიარეთ და შემოხვედით საკრებულოში?!" , - უპასუხა ლატარიამ.

ახალი მოწვევია საკრებულოში უკვე შეიქმნა დროებითი კომისია, რომელმაც უნდა აირჩიოს საკრებულოში თანამდებობის პირები.
Print