ახალი ამბები
"სამართლიანი არჩევნები" - არჩევნებზე ყველა ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი
FaceBook
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარადგინა.

ორგანიზაციის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების პროცესში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

"საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი. ქუთაისში ჩვენს მიერ დაწერილი იქნა 15 საჩივარი. რომელთა ძირითადი ნაწილი შემაჯამებელ ოქმებსა და პროცედურული დარღვევებს ეხება. დარღვევებს შორის, გამოვყოფდი გადასატანი ყუთის არასრულფასოვნად შევსებულ სიებსა და ხელმოწერების ნაკლებობას" , - ამბობს გოგიშვილი.

მისივე თქმით, მთავარ პრობლემატურ თემად რჩება საარჩევნო უბნის გარე-პერიმეტრზე მხარდამჭერების აქტიურობა და არჩევნების დღეს შესასვლელთან გაჩენილი სააგიტაციო წარწერები.

"აგიტაციის შემცველია, თუმცა,  ამას კანონი არ კრძალავს, რის გამოც ვერ ვდაობთ," - ამბობს გოგიშვილი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამართლიანი არჩევნები რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლებსაც შესაბამის სტურქტურებს მიაწვდიან.

საჭიროა დაიწყოს მსჯელობა საარჩევნო კანონდებლობის გაუმჯობესებაზე, რათა კიდევ უფრო ღია საჯარო და გამჭვირვალე გახდეს არჩევნები.

"სამართლიანი არჩევნების" შუალედური ანგარიშის წარდგენას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც როგორც ამბობს, ქუთაისში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს ყველაზე სუსტად და გაუმჭვირვალედ ჩატარებულ არჩევნებად თვლის.






Print