ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას და თოვლს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთი დაკლება არის მოსალოდნელი. სინოპტიკოსების  პროგნოზით 21 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები გავრცელდება და 22 ნოემბრიდან მოსალოდნელია დაბლობში ნალექი, წვიმის, ხოლო მთაში თოვლის სახლით.

"22 ნოებერს დაიკლებს ტემპერატურა და 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში ველოდებით თოვლს, ხოლო მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. ცივი ამინდები შენარჩუნდება 24 ნოემბერის ჩათვლით", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატება 25 ნოემბრიდან არის მოსალოდნელი.
Print