ახალი ამბები
ქუთაისში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - წაღებულია 5000 ლარი
FaceBook
ქუთაისში, სულხან- საბას დასახლებაში სუპერმარკეტი "დეილი" დააყაჩაღეს.

შემთხვევა  20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა.

სუპერმარკეტის თანამშრომლების განმარტებით, მარკეტში 4 ნიღბიანი იყო შესული, რომლებსაც თან ცივი იარაღი, დანა ჰქონდათ.

მათივე თქმით, სალაროდან წაღებულია 5 000 ლარამდე თანხა, ასევე ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი.

"ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, დანის მუქარით მოახერხეს თანხის გატანა," - ამბობენ სუპერმარკეტ "დეილის" თანამშრომლები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 




Print