ახალი ამბები
იმერეთის სამხარეო პოლიციას შს მინისტრის ყოფილი მოადგილე უხელმძღვანელებს
FaceBook
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა.

მან ამ პოსტზე თორნიკე მუშკუდიანი შეცვალა, რომელიც სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა.

ბესიკ ამარინაშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

2016-2017 წლებში მას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. მას შემდეგ რაც უწყებაში ახალი მინისტრი, გიორგი გახარია დაინიშნა, მან თანამდებობა დატოვა.

ბესიკ ამირანაშვილი შს სამინისტროში 2008 წლიდან მუშაობს და ამ დრომდე სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

2012-2013 წლებში იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014 წლებში კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2014-2015 წლებში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015 წელს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015-2016 წლებში კი შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ.


Print