ახალი ამბები
„კოორდინირების პრობლემა იყო“ - შოთა მურღულია ასათიანის ქუჩაზე გაჭიანურებულ სამუშაოებზე
FaceBook
ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ ასათიანის ქუჩაზე ჯერ წყლის მილების შეცვლის, შემდეგ კი, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი რომ ერთ კომპანიას გაეკეთებინა და მასზე ზედამხედველობა მხოლოდ ერთ უწყებას ჰქონოდა, სამუშაოები უფრო მალე დასრულდებოდა.

"თავიდან ისეთი მოკლე ვადები დაასახელა თურქულმა კომპანიამ, რომ ჩვენც სასწრაფოდ დავიწყეთ სანიაღვრეს ჩაწყობა, მაგრამ 8 თვე მოანდომა მხოლოდ მილების დატესტვას. რამდენჯერმე შეიცვალა იქ ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ხელშეკრულების გაწყვეტაზეც იყო საუბარი, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, სამუშაოები მინიმუმ ერთი წლით შეჩერდებოდა, რადგან ახალი ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო, რასაც თავისი ვადები სჭირდება. მიმაჩნია, რომ იქ იყო კოორდინაციის პრობლემა. ეს ყველაფერი, რომ ერთ ხელში ყოფილიყო, გაცილებით უფრო მალე დასრულდებოდა სამუშაოები" , - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ასათიანის ქუჩაზე სამუშაოების გაჭიანურება საკრებულოს ოპოზიციამ გააკრიტიკა. დეპუტატებიმა ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების კონკრეტულ ვადების დასახელება მოითხოვეს.

შოთა მურღულიას თქმით, მილების ტესტირება დასრულებულია, გზის პროექტი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და თანხმობის მიღებისთანავე ქუჩაზე ასფალტის დაგება დაიწყება.

თურქულმა კომპანია SMK-მ ასათიანის ქუჩაზე წყლის მილების შეცვლას თითქმის ორი წელი მოანდომა. ახლა კი ქუჩაზე სანიაღვრეს მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებს" ჯერ კიდევ 4 თვის წინ უნდა დაესრულებია.


ამავე თემაზე:

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

"წყალმომარაგების კომპანია" კონტრაქტორ ფირმას ქუთაისში სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

Print