ახალი ამბები
ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში
FaceBook
ზესტაფონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა დილით მოხდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



Print