ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ დაფინანსება 590 000 ლარით გაუზარდა
FaceBook
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო გადაწყვეტილებით, ააიპ "სპეციალურ სერვისებს" 590 000 ლარი კაპიტალური ხარჯებისთვის გადაეცა. საუბარია,  ააიპის დაქვემდებარებაში არსებული მანქანების განთავსების ადგილსა და სხვადასხვა სამუშაოს განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მერია ამ მიზნით წლების განმავლობაში უხდიდა ქირას კერძო კომპანიას. ახლა კი,  ამ სამუშაოებს "სპეციალური სერვისები" საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელებს.

"ნარჩენების გადამტანი მანქანები, ადმინისტრაცია, სამრეცხაოები, შეკეთება - ამ ყველაფრისთვს ადრე იყო ნაქირავები ტერიტორია და ამაში თანხას ვიხდიდით. თუმცა, კომპანიამ გაგვაფრთხილა, რომ აპირებდა იჯარის თანხის გაზრდას, რის შემდეგაც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანიასთან. იქ კი, სადაც ძაღლების თავშესაფარია, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და მოეწყო ადგილი მანქანებისთვისაც. მართალია, თანხა დაიხარჯა, მაგრამ მომავალ წლებში დაიზოგება ასი ათასობით ლარი", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ოპოზიციონერი დავით გოგისვანიძე, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოშიც იქნება,  მიიჩნევს, რომ თანხა სოლიდურია, ამიტომ ის თვალს მიადევნებენ ააიპის მიერ აღნიშნული თანხის ხარჯვის პროცესს.



Print