ახალი ამბები
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყება
FaceBook
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა 17 ნოემბრიდან იწყება. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამოქალქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წარუძღვება.

საკონსტიტუციო ცვლილებები შეეხება, გაუნაწილებელ მანდატებს, ე.წ. ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ მე-16 მუხლს. ასევე, ახალ კონსტიტუციაში აღარ იქნება ტერმინი "ხმოსანი" და მას "საარჩევნო კოლეგია" ჩანაცვლებს. ახალი კონსტიტუცია, ასევე, გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას.  

ქუთაისის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს თბილისში განიხილავენ.

Print