ახალი ამბები
სამტრედიაში, მხატვარ ლია უკლებას მიერ კედელზე შესრულებული ნახატი გადაღებეს (ფოტო)
FaceBook
სამტრედიაში, მხატვარ ლია უკლებას მიერ შესრულებული სტრიტ-არტი გადაღებეს.

ნახატი ნაადრევი ქორწინების პრობლემას ეხებოდა. პროექტი ერთი წლის წინ, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ლია უკლებას თქმით, პროექტი სამტრედიის გამგეობასთან შეთანხმებით განხორციელდა, რომლის  წერილობითი დასტურიც აქვთ.

სამტრედიის გამგეობაში  ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის „მოაწესრიგეს“ ის კედელი, სადაც „ნაადრევი ქორწინება“ იყო დახატული.

"მოსახლეობამ მოგვმართა ფასადების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. დაკმაყოფილდა მათი სურვილი. ნახატი არ ვიცი ვინმეს უშლიდა თუ არა ხელს. მაგრამ მოსახლეობა, რასაც ითხოვდა იმისდა მიხედვით გაკეთდა მთლიანად რუსთაველის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია. მხატვარს თუკი სურვილი ექნება შეუძლია შემოვიდეს განცხადებით და თავიდან განათავსოს ნახატი", - ამბობს სამტრედიის გამგეობის საზოგადოებასთნ ურთიერთობის ხელმძღვანელი მიშა ლეჟავა.

"ნაადრევი ქორწინება" ლია უკლებას მიერ სტრიტ-არტის ჟანრში შესრულებული მეორე ნამუშევარია, რომელიც გადაღებეს. ასევე წაშალეს, ამავე პროექტის ფარგებში, წყალტუბოს სამხატვრო სკოლის კედელზე, ფემინისტურ თემაზე შესრულებული ნახატი.



Print