ახალი ამბები
ხონში პროფესიული გადამზადების ცენტრი იხსნება
FaceBook
ხონში პროფესიული გადამზადების  სასწავლებელი იხსნება. მისი გახსნა "პროფესიული განათლებისა და სწავლების პარტნიორული პროექტის"  ფარგლებში განხორციელდება, სადაც  შრომის ბაზარზე სათანადო კვალიფიკაციის მქონე პროფესიული კადრების გადამზადება უნდა  უზრუნველყონ. 

პროფესიულ სასწავლებელში ძირითადად ადგილობრივი პედაგოგები დასაქმდებიან, რომლებიც კვალიფიკაციას გერმანიაში აიმაღლებენ. პირველი საკონსულტაციო შეხვედრა მეწარმეებთან , "დამსაქმებელთა ასოციაციისა" და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის ინიციატივით გაიმართა.

გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, პროფესიული გადამზადება და სათანადო კადრების მომზადება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მთავარი კომპონენტია.

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პრიოროტეტს განათლება და პროფესიული სწავლება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ "დამსაქმებელთა ასოციაციის" ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხონში პროფესიული გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებასა და დასაქმებას უზრუნველყოფს", - ამბობს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი
Print