ახალი ამბები
16 ნოემბერს ქუთაისის უბნებსა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება შეწყდება
FaceBook
საქუსლიის გორაზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და გადართვითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს 8:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქალაქ ქუთაისის შემდეგ მართვის ტერიტორიულ ერთეულებსა და მიმდებარე სოფლებს:

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ინფრომაციით, საფიჩხია, უქიმერიონი, ძელქვიანი, თაბუკაშვილი, სულხან-საბა, ნიკეას ქ. 1-დან 40-მდე, გამარჯვება, ავტოქარხნის მარჯვენა და მარცხენა დასახლება, ქალაქ მუზეუმი, სოფელი ფარცხანაყანევი, სოფელი ქვიტირი, კოპიტნარი (ყოფილი სამხედრო დასახლება) და სოფელი ბანოჯა. 




Print