ახალი ამბები
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 15 ნოემბერს გადაეგზავნება
FaceBook
ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განსახილველად 15 ნოემბერს მიიღებს.

დეპუტატებმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი  ჯერ კომისიებში უნდა განიხილონ. შენიშვნების არსებობის შემთხევაში კი მას 10  დღის ვადაში კვლავ აღმასრულებელს დაუბრუნებენ. 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  ბიუჯეტის პროექტის  მოცულობა 52 500 000 ლარია. ამ მონაცემებით მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებელი ვერსია 927 200 ლარით მეტია 2017 წლის  ბიუჯეტის პროექტზე. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ,  2018 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტული სფეროები კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური, ეკონომიკისა და განათლების საკითხები იქნება.


ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოს ახალ შემადგენლობას მოუწევს.

მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარე წლის 20 ნოემბერსაა ჩანიშნული. სხდომას ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის, რომელიც უფლებამოსილებას შეუწყვიტას მეხუთე მოწვევის საკრებულოს და წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ შემადგენლობას ლეგიტიმურად გამოაცხადებს.


Print