ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში „საიამ“ 7 საჩივარი შეიტანა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 14 ნოემბერს 7 საჩივარი შეიტანა.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფიაშვილის თქმით, საჩივრები პროცედურული ხასიათისაა და ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"საიას" საჩივრების განხილვა 16 ნოემბერს მოხდება.

#59 საოლქო კომისიაში საჩივრების შეტანის ვადა 14 ნოემბერს ამოიწურა.

საოლქო კომისიამ უკვე განიხილა "სამართლიანი არჩევნების" 4 საჩივარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა,ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და ერთი სპეც. უბანი, რომელიც N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.




Print