ახალი ამბები
ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
14 ნოემბერს ფოტოკონკურს „ილო-2017“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ.
კონკურსში სამი ჯილდო გაიცა, რომლებიც მინდია ჩექსელიანმა (მესამე ადგილი), ხატია ჭარხალაშვილმა (მეორე ადგილი)და გიორგი ჯანელიძემ (პირველი ადგილი) მიიღეს. მათ ფულადი ჯილდო და პრიზები გადაეცათ.

პირველი პრემიის რაოდენობა 800 ლარი, მეორე პრემიის - 600 ლარი, მესამე პრემიის - 500 ლარია, ხოლო "პუბლიკის სიმპატია" 100 ლარს მიიღებს.

კონკურსში 30-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ქუთაისიდან და იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე, გერმანიიდან. რამაც ფესტივალს ერთგვარად საერთაშორისოს სტატუსიც შესძინა.

"კონკურსში გაიზარდა მონაწილეების რაოდენობა, გაიზარდა გეოგრაფიაც. ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ფოტოგრაფების წახალისება და ახალი სახეების აღმოჩენა", - აღნიშნა მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა თამთა თურმანიძემ.

კონკურსი ქუთაისის მერიის მიერაა დაფუძნებული და იგი მეათე წელია იმართება.

Print