ახალი ამბები
საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვადა 8 დეკემბერს ეწურებათ
FaceBook
საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტურში მონაწილე სუბიექტები ვალდებული არიან სააგიტაციო მასალა მიმდინარე წლის 8 დეკემბრისთვის ჩამოხსნან.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე სუბიექტი დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნას, დაჯარიმდება.

ამ დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო ოქმს ამის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს.

გასული წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდგომ ქუთაისის მერიას სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის შეუსრულებლობისთვის არც ერთი ოქმი არ შეუდგენია. თუმცა, სუბიექტების სააგიტაციო მასალები ქალაქის ზოგიერთ უბნებში არჩევნების დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც იყო განთავსებული.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო ონიანის სააგიტაციო მასალა ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ სარეკლამო ბანერიდან ქუთაისიპოსტზე გასული ვიდეოსიუჟეტის შემდეგ ჩამოხსნეს.

Print