ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისია საჩივრებს 14 ნოემბერს განიხილავს
FaceBook
ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას დღეს იწყებს. საოლქოში სულ 4 საჩივარია შესული. ყველა მათგანი არსამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" ეკუთვნის.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დარღვევები N 62, N18, N76 და N 124 უბნებზე დააფიქსირეს.

საჩივრების მიხედვით, N 62-ე უბანზე  კომისიის წევრმა ერთ-ერთი ამომრჩეველი შენობაში პირადობის მოწმობის გარეშე შეიყვანა; N18-ე უბანზე  მდივანმა შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი და დრო არასწორად მიუთითა; N76-ე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი შეცდომით იყო შეყვანილი.; N 124-ე უბანზე კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც ამავე უბნის კომისიის შემადგენლობიდან იყო გამოწვეული, უბაზე სამი ამომრჩეველი მიიღო და ბიუელეტენებს ხელი მოაწერა.

საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრების განსახილველად ორდღიანი ვადა აქვს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართა.

ცესკოს საბოლოო წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 87.55% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ 12.45%, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 42 საჩივარი დაწერეს. 





Print