ახალი ამბები
ბოლო 10 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების კლება პირველად დაფიქსირდა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო 10 წლის განამვლობაში პირველად დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის კლება.
უწყების ინფორმაციით, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების - 12 %-მდეა შემცირებული.

2017 წლის 1 ივლისიდან ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდა. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა და ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.


ამავე თემაზე:

„ცივი შხაპი უტიფარი მძღოლებისთვის“ – საგზაო უსაფრთხოების წესები მკაცრდება

პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
Print