ახალი ამბები
საქართველო-ბელორუსი - ფრე სტადიონზე და ინციდენტი სტადიონს გარეთ
FaceBook
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებს შორის.

ანგარიში ფრედ 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ და შეცვლაზე შემოსულმა ლაშა დვალმა , ბელორუსებიდან - სტასევიჩმა და ნეხაიჩიკმა.

მატჩის დაწყებამდე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ე.წ. ქართული მარშის წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს.მათ ფეხბურთელ გურამ კაშიას მიმართ აგრესია გამოხატეს და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს.

Print