ახალი ამბები
ქუთაისში მატჩის დაწყებამდე სტადიონზე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩზე, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უნდა გაიმართოს, ქართული მარშის წევრები შეიჭრნენ. "ქართული მარშის" წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს, ისინი უცენზურო სიტყვებით ფეხბურთელ გიორგი კაშიას მიმართავდნენ, რომელსაც ბრალს ლგბტ თემიპროპაგანდაში სდებენ ბრალს.



"მარშის" წევრების გამოჩენას ადგილზე დაძაბულობა მოჰყვა, რის გამოც სტადიონის დაცვის სამსახურმა სტადიონზე შესასვლელები ჩაკეტა. ამან პროტესტი გამოიწვია გულშემატკივრებშიც და ქართული მარშის წევრებშიც.



საბოლოოდ, დაცვამ სტადიონის ერთი შესასვლელი გახსნა და ბილეთის მქონე ყველა გულშემატკივარს მატჩზე დასწრების საშუალება მიეცა.

მომხდარის გამო ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი.  თუმცა, დაპირიპირების გამო თამაში არ შეწყვეტილა.

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და ბელორუსის ამხანაგური შეხვედრა იმართება.

ბაქარ ლიკლიკაძე


Print