ახალი ამბები
"ქართული მარში" "ტორპედოს" სტადიონთან აქციისთვის ემზადება
FaceBook
დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩი 18:00 საათზე გაიმართება.
თამაშის დაწყებამდე კი,  "ტორპედოს" სტადიონთან საპროტესტო  საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ  "ქართული მარშის" წარმომადგენლები, ხოლო შემდეგ, მატჩზე დასწრებას აპირებენ.

"შევიკრიბებით მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, საიდანაც ორგანიზებულად გადავინაცვლებთ სტადიონზე, ეს აქცია მოწყობილია ქუთაისელების მიერ და ჩვენ ვაპროტესტებთ ლგბტ-ს თემის პროპაგანდას ქართულ სპორტში"-  განმარტავს ჩვენთან საუბარში "ქართული მარშის" ერთ–ერთი ლიდერი  სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print