ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების  პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში უმეტესად კოლხეთის დაბლობზე 13 ნოემბრის საღამოს და 14 ნოემბერს მოსალოდნელია ქარი. 

"14 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე იქნება ქარი, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ-ში. თუმცა, ჰაერის ტემპერატურა 18-23 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 17 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო და თბილის ამინდი იქნება. სინოპიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 17 ნოემბრიდან შესაძლოა ამინდი გაუარესდეს.



Print