ახალი ამბები
წინასწარი მონაცემებით ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში გიორგი ჭიღვარიამ 86.64% მიიღო
FaceBook
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია. საარჩევნო ადმინისტრაციამ მონაცემები ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსა.

ქუთაისში , „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 86,64% პროცენტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, 13,36%პროცენტმა მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თითმმართველ თემში -ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატრდა. ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩევლთა ყველაზე დაბალი აქტივობადაფიქსირდა. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 14.1% მივიდა, რაც 21 546 ამომრჩეველია, ჩამორჩევბა პირველი ტურის ამავე პერიოდში ამომრჩეველთა აქტიურობას.

პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა,ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და ერთი სპეც. უბანი, რომელიც N2 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print