ახალი ამბები
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სამი საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიაში სულ სამი საჩივარი შევიდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საჩივრები პროცედურულ  დარღვევებს უკავშირდება. 

მათივე ცნობით, საერთო ჯამში კენჭისყრის პროცესი ქუთაისში მშვიდ გარემოში ჩატარდა და 124-ივე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თითმმართველ თემში -ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატრდა. ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩევლთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 14.1% მივიდა, რაც 21 546 ამომრჩეველია, ჩამორჩევბა პირველი ტურის ამავე პერიოდში ამომრჩეველთა აქტიურობას.

პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და ერთი სპეც. უბანი, რომელიც N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print