ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ქუთაისში 27 427-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 152 561 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევნი 27 427-მა დააფიქსირა, რაც პროცენტულად 17,98% შეადგენს.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში დაფიქსირდა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თითმმართველ თემში -ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატრდა. ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩევლთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 14.1% მივიდა, რაც 21 546 ამომრჩეველია, ჩამორჩევბა პირველი ტურის ამავე პერიოდში ამომრჩეველთა აქტიურობას.

პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


Print