ახალი ამბები
ქუთაისის #124-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის წინა პროცედურები არაუფლებამოსილმა პირმა გაიარა
FaceBook

ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დაწყებამდე კენჭისყრის წინა პროცედურები, სადაც კომისის წევრების ფუნქციების გადანაწილება ხდება, არაუფლებამოსილმა პირმა გაიარა.


კომისის ყოფილ წევრს, მანანა გიორგაძეს, რომელიც უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იმყოფებოდა, აღმოჩდა, რომ უფლებამოსილება თავად პარტიის მიერ ჰქონდა შეწყვეტილი, თუმცა, იგი კომისიის წევრის სტატუსით უბანზე 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.


როგორც გაირკვა,  მანანა გიორგაძე ამავე უბანზე არჩვენების პირველ ტურში  რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, ამჯერად მას კომისიის შემადგენლობაში ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან პარტიის მიერ გაწვეული იყო კომისიიდან.  

ფაქტზე საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე დაწერა "სამართლიანმა არჩევნებმა".

მომხდარს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. ცესკოს სპრესსპიკერის თქმით, ინფორმაციის დადასტურებისთანავე მას თავმჯდომარემ საარჩევნო უბანი დაატოვებია.

ქუთაისში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.


ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და  ერთი სპეც. უბანი, რომელიც  N2 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობს.

ქუთაისში  სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 85 440 ქალია და 67 121 მამაკაცი.

 

Print