ახალი ამბები
10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 3969-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობა საერთო ამომრჩევლის 2.6%–ს შეადგენს. ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 3 969 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით,  პირველი ტურის დღის ამ მონაკვეთში ამომრჩევლების აქტიურობას 4 000 ამომრჩევლით ჩამორჩება.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაისის უბნებზე ეუთო-ს 9 სადამკვირებლო ჯგუფი მუშაობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა, რომელმაც ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა,

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის 123 სამოქალაქო უბანი, ხოლო ერთი სპეციალური უბანი N2 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.

Print