ახალი ამბები
გიორგი ჭიღვარიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხმა მე-15 საარჩევნო უბანზე მისცა. გიორგი ჭიღვარია დარწმუნებულია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქუთაისი იქნება უკეთესი ქალაქი.
,,ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმუშავებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის მიუხედავად, რადგან ჩვენთვის "ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს" - განაცხადა ჭიღვარიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა, რომელმაც ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა,

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის 123 სამოქალაქო უბანი, ხოლო ერთი სპეციალური უბანი N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.


Print